Friday, December 12, 2008

"ომი თურქებსა და ქართველებს შორის"

"გაქცევა"1918-1919 წლის მოვლენების ერთერთი უმძიმესი ეპიზოდი იყო, მაგრამ კიდევ უფრო საშინელი იყო ამ ადამიანების განცდილი და გადატანილი, მშობლიურ კუთხეში საკუთარ სახლში ყოფნისას.სამოქალაქო ომმა ყველა სოფელს თავისი წილი ტკივილი არგუნა.
სამცხე ჯავახეთის მოსახლეობის დიდ ნაწილს მიმდინარე საომარ მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია.ახალციხის მაზრაში იარაღით იბრძოდა სოფელი ულე, ახალქალაქში კი ფრონტის ხაზი გადიოდა სოფლებზე:სარო,ხიზაბავრა,კარალეთი,ქილდა,გოგაშენი. ამ სოფელების მოსახელეობა ავტომატურად ჩართული იყო საომარ მოქმედებაში. ეს ომი წამოწყებული იყო თურქეთის მიერ და მიზნად ისახავდა საქართველო-თურქეთის მიმდინარე მოლაპარაკების პარალელურად სასურველი "დე-ფაქტოს" შექმნას.თურქეთი ომის მიზიზად ქრისტიანებისაგან კერძოთ სომხებისგან მუსლიმანთა შევიწროებას ასახელებდა. მარტის თვეში შეტაკება მოხვდა სოფელ გოკიოს, თათრებსა და სომეხ მოსახლეობას შორის. მხარეში განვითარებულ მოვლენებს დაწვრილებით აღწერს ახალქალაქის სამხარეო კომისარი თავის რუსულად შედგენილ მოხსენებით ბარათში. თბილისის საგუბერნიო კომისარისადმი ის წერს:
"მუსლიმანები ძარცვსვდნენ ქრისტიანებს ართმევდნენ, იარაღებს,არბევდნენ მათ სოფლებს.აღმაშფოთებელი იყო მათი საქციელი ქართული სოფლების:ერკოცის ტოლოშის, როკეთის, ლადემის და სხვათა აოხრებისას მუსულმანები ძალადობდნენ მოსახლეობაზე,გადაკეტეს გზები არდაგანისკენ. ამას მოყვა ახალციხის ამბები,არღაგანის როტის განიარაღება, ლტოლვილები ართვინ-არტანუჯის ოლქიდან და მათი ხოცვა ჟლეტა. ყოოველივე ამან აავსო ქრისტიანი მოსახლეობის მოთმინების ფიალა. ბოლოს სოფელ გოვიოს თავდასხმა ჯარის ნაწილებზე და ჩილდირელი მუსლიმანების თავდასხმამ სომეხთა სოფელ კარწახზე უკვე გამოიწვია საჰაერო რეაქცია.გოკიოს 175 კომლს თავს დაესხა ქრისტიანი მოსახლეობის რაზმი.დარბევაში მონაწილეობას იღებდნენ ბაკურიანელი ოსებიც. სოფლის მოსახლეობა მეზობელ ალასტანს შეეფარა.მამაკაცები ჩილდირის ოლქებში გაიქცნენ და იქიდან გააფთრებით იბრძოდნენ ქრისტიანების წინააღმდეგ გოკიოს დარბევას მოჰყვა მაჰმაადიანთა სხვა სოფლებზე: ალჭვა(8 კომლი)
ხოსციო(42 კომლი)
ყულადისი(22 კომლი)
თავდასხმამ()
ეს პროვოკაციული მოვლენები პირდაპირ თურქეთის წისქვილზე ასხამდა წყალს.ჯარი უკვე დაძრული იყო მხარის "ქრისტიან მოძალადეთაგან "გასათავისუფლებლად.
ჯავახეთის ფრონტის დასაცავად იქმნებოდა ადგილობრივი რაზმები ცალკე სომხების, ცალკე ქართველების.სეიმის მიერ გამოგზავნილი უმნიშვნელო სამხედრო ძალა აქ დაგვიანებით გამოცხადდა. სოფლის მოსახლეობა აქტიურად იბრძოდა საომარ მდგომარეობაში.

1 comment:

parthenapaddock said...

Casino, Live! Casino & Spa - DRMCD
Play all your favorite games at 경주 출장안마 The Jackpot! Jackpot 세종특별자치 출장마사지 Casino. 제천 출장마사지 1 경주 출장안마 Mohegan Sun Boulevard Uncasville, CT 06382. 포천 출장안마